პროექტ–გაკვეთილი
პროექტის სახელწოდება: Jack and
the Beanstalk
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან
კობახიძე
პროექტში მონაწილენი: IV-გ კლასის მოსწავლეები
დასაწყისი: 20 იანვარი , 2013
დასასრული: 6
თებერვალი, 2013
პროექტის მიზანი:
მოსწავლეთა შემოქმედებითი,
ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. კრიტიკული
აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, კოლაბორაცია
ერთმანეთთან, პრობლემის გადაჭრის გზების გამონახვის უნარის განვითარება,
ურთიერთდახმარება და ურთიერთშეფასება
IV კლასის მოსწავლეები სწავლობენ
სახელმძღვანელოში ზღაპარს, სწავლობენ ახალ სიტყვებს, აკავშირებენ ნასწავლ დროებს
ერთმანეთთან, უყურებენ ნახატ ფილმს http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/short-stories/jack-and-the-beanstalk, და აკავშირებენ მოსმენილს და ნასწავლს ერთმანეთთან.
არსებული მდგომარეობა:
IV
კლასის სახელმძღვანელოში English World 3
მოცემულია ზღაპარი Jack and the beanstalk.მოსწავლეებმა იციან ლექსიკური და
გრამატიკული მასალა. რაც გამოადგებათ მოსწავლეებს პროექტ– გაკვეთილის მსვლელობისას. მოსწავლეებმა
ზღაპრის მიხედვით შეასრულეს ნახატები, რომლებიდანაც ამოვარჩიეთ საუკეთესო ნახატები
სურათებიანი წიგნის გასაკეთებლად.
განსახორციელებელი ამოცანები:
ზღაპრის სწავლის
მსვლელობისას მოსწავლეები სწავლობენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს და ხატავენ სურათებს
თითოეული აბზაცის მიხედვით.
კლასში ვატარებთ კონკურსს
საუკეთესო სურათების ასარჩევად.
ხდება აწმყო მარტივი,
აწმყო განგრძობითი და ნამყო მარტივი დროების შესწავლა და გამოყენება.
ნახატი ფილმის ჩვენება,
მოსმენა, გაგება და შედარება ნასწავლ ტექსტთან, მსგავსება – განსხვავებების პოვნა.
გრამატიკულ–ლექსიკური
სავარჯიშოების შესრულება წყვილში
შედეგები:
1. მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსს ნახატებიანი წიგნის სახით და გადასცემენ ბიბლიოთეკას.
2. მოსწავლეებს ეცოდინებათ ახალი ლექსიკური ერთეულები და განამტკიცებენ
გრამატიკული მასალის ცოდნას.
3. მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას
მსმენელთათვის ინგლისურ ენაზე, ამით გამოიმუშავებენ მეტყველების
და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4. გამოიმუშავებენ
ინდივივიდუალურ და წყვილში მუშაობის უნარ-ჩვევებს
5. მოსწავლეები
შეძლებენ ინგლისურ ენაზე ნახატი ფილმის ყურებას, მოსმენას, გაგებას და მარტივ
დონეზე გაანალიზებას: შედარება–განსხვავების პოვნით.
შესრულების ვადა: 3
კვირა
ბიუჯეტი/რესურსები:
1. ლეპტოპი
2. CD ფლეიერი
4. მოსწავლეების მიერ აწყობილი და შექმნილი
ნახატებიანი წიგნი.
5. დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ფურცლები.
6. სახელმძღვანელო English World 3 დონე
შეფასება:
პროექტ-გაკვეთილს
შეფასებენ მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტის პროცესის მიმდინარეობისა და
შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
პრეზენტაციას განიხილავენ
მასწავლებლები და შესაბამისი კათედრები.
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katemasw2@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ვებ.გვერდი: kkobakhidze.blogspot.com
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katemasw2@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ვებ.გვერდი: kkobakhidze.blogspot.com